აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ვაშინგტონში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ზომები განიხილება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხმამაღალმა კრიტიკოსმა, უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა:
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოს რესპუბლიკაში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ მკაცრი პოზიციისთვის. მათ გააყალბეს 26 ოქტომბრის არჩევნები. მათ ამერიკასთან კავშირები კრიმინალიზაცია მოახდინეს. მათ განდევნეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, რითაც ფაქტობრივად საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. მათ არაერთხელ დაამცირეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. რონდელის ფონდის მონაწილეობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საუბრობს საქართველოში ამჟამად დამკვიდრებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე და მსურს ოფიციალურად შევიტანო ეს დოკუმენტი პროტოკოლში. გარდა ამისა, ზედიზედ 200 დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოვიდნენ ქუჩებში, ამერიკულ დროშებში გახვეულები და (აშშ) პრეზიდენტისადმი მიმართული პლაკატებით ხელში. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ზომები მიიღოს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე?“
რუბიომ დეტალები არ დააკონკრეტა და უპასუხა:
„როგორც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: ჩვენს ინტერესებშია თუ არა მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის ყოლა? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მთავრობამ ხარჯები აიღოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ ვეძებთ შესაძლო ზომებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს კონკრეტული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განხილვის საგანია. ეს ზუსტად ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საველე წარმომადგენლობას, რათა მივიღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ რომელ ზომებზე მოახდენს ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მგრძნობიარე რეაგირებას.“
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის დუმილის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებასთან და წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
დეკემბერში უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის დარტყმები განახორციელა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან....
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ცხრა პირი ...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების მიღების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს და ბიზნეს მობილბანკში უზრუნველყოფილ სხარტ ბიზ...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობა-განვითარება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. 4-მილიონიანი პროექტის ფარგლებ...
ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი აღადგინილია
სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის დაკავებას ეხმიანება და დე ფაქტო ხელისუფლებას მის დაუყოვნ...
კრიტიკული მაუწყებლების - „ფორმულასა“ და „TV პირველის“ - შესაძლო დახურვა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ჯეროვ...
ციფრული ეპოქის მარკეტინგი მხოლოდ რეკლამას აღარ ეყრდნობა — მთავარი ძალა ახლა იმ სივრცეებშია, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად სტუმრობს. ს...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, შესაბამისად, ის სასამართლო დ...
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More