|
2025-12-06 16:42:30, 20481 ნახვა
კომენტარი
ლაშა შერგელაშვილი - როდესაც BBC-ის გამოძიებაში მონაწილეობა შემომთავაზეს გამაფრთხილეს რომ ამ ამბის გაშუქების შემდეგ აუცილებლად შეეცდებოდნენ ჩემს დისკრედიტაციას
"როდესაც BBC-ის გამოძიებაში მონაწილეობა შემომთავაზეს გამაფრთხილეს რომ ამ ამბის გაშუქების შემდეგ აუცილებლად შეეცდებოდნენ ჩემს დისკრედიტაციას". - განაცხადა გდდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, უკრაინაში მებრძოლმა ლაშა შერგელაშვილმა. "როდესაც BBC-ის გამოძიებაში მონაწილეობა შემომთავაზეს გამაფრთხილეს რომ ამ ამბის გაშუქების შემდეგ აუცილებლად შეეცდებოდნენ ჩემს დისკრედიტაციას! ვიყავი არჩევანის წინაშე ან უნდა გავჩუმებულიყავი და ყველაფერი დარჩებოდა ძველებურად ან უნდა წავსულიყავი რისკზე, საკუთარი თავი საფრთხეში ჩამეგდო! ჩემი არჩევანი ცნობილია დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს!" - განაცხადა ლაშა შერგელაშვილმა სუსის უფროსის მოადგილისვე განცხადებით, ლაშა შერგელაშვილის მიმართ სუსში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც „ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს ეხებოდა“. მაღრაძემ თქვა, რომ „ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად“. სუსმა 5 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებამ აღმოაჩინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)