00:18 - 18 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 15:57:26, 3224 ნახვა

საზოგადოება
თიბისი 33 წლისაა

თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

17 დეკემბერს თიბისი 33 წლის გახდა. სამი ათწლეულის განმავლობაში თიბისის ბრენდის განვითარების ყოველ ეტაპს ჰქონდა თავისი მიზეზი, კონტექსტი და მიზანი — და თითოეულ მათგანს ერთი მთავარი გზავნილი აერთიანებს - მთავარია გჯეროდეს. სწორედ ეს რწმენა არის თიბისის ისტორიის საფუძველი.

თიბისის 33-წლიანი გზა დიდწილად განსაზღვრა კომპანიის გამორჩეულმა კორპორაციულმა კულტურამ და კულტურის ხუთმა ელემენტმა, რომლებიც კომპანიის დნმ-ის განუყოფელი ნაწილია: გუნდურობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მიზანსწრაფულობა, გამბედაობა და მოუსვენრობა.

თიბისის განვითარების ისტორიის თითოეული ეტაპი სწორედ ამ ღირებულებებს ეხმიანება.

გუნდურობა თიბისის წარმატების საფუძველი თავიდანვე გახდა. 1992 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში 200-ზე მეტი ბანკი არსებობდა, თიბისის გუნდმა შეძლო და მოკლე დროში ქვეყნის წამყვანი ბანკების ათეულში დაიმკვიდრა ადგილი. ეს არ იყო ერთი ან ორი ადამიანის შედეგი — წარმატების უკან ძლიერი გუნდი იდგა.

მომხმარებელზე ორიენტირებულობა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა 2000–2010 წლებში. ამ პერიოდში თიბისიმ გააფართოვა საქმიანობის არეალი და საბანკო პროდუქტებთან ერთად დაიწყო მომხმარებელთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების, ახალი შესაძლებლობების შექმნა. კულტურის ეს ელემენტი სრულ თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან  - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება.

მიზანსწრაფულობამ განსაზღვრა 2011–2020 წლების განვითარება. ამ წლებში თიბისიმ შემოიერთა რესპუბლიკა და კონსტანტა ბანკები, შექმნა ციფრული ეკოსისტემა — თინეთი, თიბისი დაზღვევა და თიბისი ლიზინგი, 2014 წელს კი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, რაც კომპანიისთვის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.

გამბედაობა მიზანსწრაფულობის ბუნებრივი გაგრძელებაა. სწორედ ამ გამბედაობის შედეგად, 2020 წელს თიბისი უზბეკეთის ბაზარზე გავიდა და წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. ის, რაც ერთ დროს შეუძლებელ მისიად  მიიჩნეოდა, ახლა რეალობაა და თიბისი დღეს საერთაშორისო კომპანიაა მილიონობით მომხმარებლით და მუდმივად მზარდი მასშტაბით.

თიბისის კულტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მოუსვენრობა — მიღწეულით არასდროს დაკმაყოფილება და ინოვაციურობისაკენ მუდმივი სწრაფვა. თიბისის ტექნოლოგიურობა და ციფრული განვითარება სწორედ მოუსვენრობის შედეგია. ამავე სულისკვეთების გაგრძელებაა თიბისის ახალი სათაო ოფისი - თანამედროვე, ტექნოლოგიური, მდგრადობის სტანდარტებით შექმნილი, ადამიანებზე ორიენტირებული, რეგიონში გამორჩეული არქიტექტურული და სამუშაო სივრცე - სადაც სულ მალე თიბისის ბრენდის ისტორიის ახალი თავი დაიწერება.

თიბისიში გვჯერა, რომ ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობა ორმხრივი გზაა. ჩვენ არა მხოლოდ ვიღებთ, არამედ ვაბრუნებთ - მადლიერების ნიშნად, ვქმნით შესაძლებლობებს ჩვენი  მილიონობით ერთგული მომხმარებლისთვის და ჩვენი წვლილი შეგვაქვს საზოგადოების განვითარებაში. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები განათლების, ბიზნესის მხარდაჭერის, მდგრადი განვითარების, კულტურის სფეროს მხარდაჭერისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით - საუკეთესოდ ეხმიანება თიბისის ძირითად გზავნილს - მთავარია გჯეროდეს.

დღეს თიბისის წარმატების ისტორიას ქმნის 25 მილიონი მომხმარებელი  და 14 000 თიბისელი საქართველოსა და უზბეკეთში, ვისაც სჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და საერთო მიზნების. თავდაჯერების, მიზანსწრაფულობის, მოუსვენრობისა და გამბედაობის 33 წელი— ეს არის თიბისის გზა დღემდე და საფუძველი მომავალი გამარჯვებებისთვის.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფეხით მიმავალ დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, ქალი გარდაიცვალა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის 600 მილიონი ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალები გაამხილა
Bloomberg: ერდოღანმა პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად S-400 რაკეტების უკან წაღება სთხოვა
ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ვადაზე ადრე მართვის უფლების აღდგენა ე.წ შეწყალება გაუქდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი