14:05 - 22 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 11:43:32, 1506 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ ერთი სამარცხვინო სამოქალაქო ე.წ თბილისის ომიდან 35 წელი გავიდა

1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“. თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არტილერიისა და ავტომატების ხმა ისმოდა.

თბილისის ომმა“, 15 დღე გასტანა და, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ომის შედეგად, დაინგრა და გადაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე შენობა, მათ შორის - პარლამენტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია, ზვიად გამსახურდიას მთავრობამ კი საქართველოს ტერიტორია დატოვა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას მოჰყვა სამოქალაქო ომი და დაიწყო ქვეყნის მთლიანობის რღვევა.

ომის წინაპირობა ქვეყანაში დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იქმნებოდა - ომს წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას პირადი გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. გამსახურდიამ ის შსს-ს დაუქვემდებარა. 

მაშინ სარდალი თენგიზ კიტოვანი იყო. 

მაშინდელი პრემიერმინისტრი, თენგიზ სიგუა თანამდებობიდან გადადგა, კიტოვანმა კი უარი თქვა, შეესრულებინა ზვიად გამსახურდიას ბრძანება და მას დაქვემდებარებული 15 ათასკაციანი გვარდია ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა. მაშინ კიტოვანმა თქვა, რომ გამსახურდიამ ერთი ხელის მოსმით დაშალა გვარდია და იგი მოსკოვის მორჩილებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, გამსახურდიაც უწოდებდა ოპონენტებს მოღალატეებს და რუსეთის აგენტებს. 

დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს. 22 დეკემბერს, დილის 8-ს ნახევარზე რუსთაველის გამზირზე სროლის ხმა გაისმა.

მაშინ თენგიზ კიტოვანმა რამდენიმე შენობა დაიკავა.

ამ პერიოდში კიტოვანმა ციხიდან ე.წ კანონიერი ქურდი, ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე, ჯაბა იოსელიანი გამოუშვა, რომელმაც შეიარაღებული არაფორმალური ფორმირება მხედრიონი შექმნა და გამსახურდიას დამხობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი დაჯგუფება მიზნად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების სეპარატისტებისგან დაცვას ასახელებდა. 

ზვიად გამსახურდიამ თავი ბუნკერს შეაფარა, 1992 წლის 6 იანვარს კი ჯერ აზერბაიჯანში გაიქცა, სადაც თავშესაფარზე უარი მიიღო, შემდეგ კი სომხეთში წავიდა და იქ მცირე ხანი დაჰყო.

ქვეყნის მართვა სამხედრო საბჭომ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ყოფილი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა, ექსთავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და მხედრიონის მეთაური ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის 7 მარტს კი საქართველოში ედუარდ შევარდნაძეც დაბრუნდა.

1993 წელს საქართველოში დაბრუნდა ზვიად გამსახურდიაც, ზუგდიდში ჩავიდა და აჯანყება სცადა. მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

დასავლეთ საქართველოში მხედრიონი შევიდა და დარბევა და ძარცვა დაიწყო.

1993 წლის ოქტომბრის ბოლოს გამსახურდია და მისი მხარდამჭერები იძულებულები გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისთვის შეეფარებინათ. 

31 დეკემბერს ის ხობის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI-ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება
პუტინის მასპინძლობით გამართულ დსთ-ს ლიდერთა ფორუმში ალიევი მონაწილეობას არ იღებს
AP: ტრამპის ადმინისტრაციამ ელჩები თითქმის 30 ქვეყნიდან გაიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი