|
2025-12-01 11:13:04, 12562 ნახვა
ომი უკრაინაში
Axios: ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების მთავარი საკითხი დე ფაქტო სასაზღვრო ხაზი იყო.
კვირას აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის განსაზღვრას ეხებოდა, განუცხადა Axios-ს ორმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა. მათ ხუთსაათიან შეხვედრას „რთული“ და „დაძაბული“, მაგრამ პროდუქტიული უწოდეს. გამოცემა იხსენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ ვიტკოფს შეხვდება, ამტკიცებს, რომ რუსეთი მანამ არ გაჩერდება, სანამ მთელ დონბასს არ აიღებს კონტროლს. Axios იუწყება, რომ აშშ-ს სურს, უკრაინამ ეს ტერიტორიები დათმოს, რათა პუტინი მშვიდობის დამყარებაზე დაარწმუნოს, მაგრამ ეს უკრაინისთვის „მტკივნეული და პოლიტიკურად ასაფეთქებელი დათმობა“ იქნებოდა. გამოცემის ცნობით, ერთსაათიანი გაფართოებული მოლაპარაკებების შემდეგ, შეხვედრა თითოეული მხრიდან სამ-სამი წარმომადგენლით გაგრძელდა. ორი უკრაინული წყაროს ცნობით, ტერიტორიული კონტროლის ხაზი პრაქტიკულად ერთადერთ განხილულ საკითხად დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)