|
2025-12-22 11:43:32, 6507 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ ერთი სამარცხვინო სამოქალაქო ე.წ თბილისის ომიდან 35 წელი გავიდა
1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“. თბილისის ცენტრალურ ქუჩებში არტილერიისა და ავტომატების ხმა ისმოდა. თბილისის ომმა“, 15 დღე გასტანა და, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ომის შედეგად, დაინგრა და გადაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე შენობა, მათ შორის - პარლამენტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია, ზვიად გამსახურდიას მთავრობამ კი საქართველოს ტერიტორია დატოვა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას მოჰყვა სამოქალაქო ომი და დაიწყო ქვეყნის მთლიანობის რღვევა. ომის წინაპირობა ქვეყანაში დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იქმნებოდა - ომს წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას პირადი გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. გამსახურდიამ ის შსს-ს დაუქვემდებარა. მაშინ სარდალი თენგიზ კიტოვანი იყო. მაშინდელი პრემიერმინისტრი, თენგიზ სიგუა თანამდებობიდან გადადგა, კიტოვანმა კი უარი თქვა, შეესრულებინა ზვიად გამსახურდიას ბრძანება და მას დაქვემდებარებული 15 ათასკაციანი გვარდია ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა. მაშინ კიტოვანმა თქვა, რომ გამსახურდიამ ერთი ხელის მოსმით დაშალა გვარდია და იგი მოსკოვის მორჩილებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, გამსახურდიაც უწოდებდა ოპონენტებს მოღალატეებს და რუსეთის აგენტებს. დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს. 22 დეკემბერს, დილის 8-ს ნახევარზე რუსთაველის გამზირზე სროლის ხმა გაისმა. მაშინ თენგიზ კიტოვანმა რამდენიმე შენობა დაიკავა. ამ პერიოდში კიტოვანმა ციხიდან ე.წ კანონიერი ქურდი, ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე, ჯაბა იოსელიანი გამოუშვა, რომელმაც შეიარაღებული არაფორმალური ფორმირება მხედრიონი შექმნა და გამსახურდიას დამხობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი დაჯგუფება მიზნად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების სეპარატისტებისგან დაცვას ასახელებდა. ზვიად გამსახურდიამ თავი ბუნკერს შეაფარა, 1992 წლის 6 იანვარს კი ჯერ აზერბაიჯანში გაიქცა, სადაც თავშესაფარზე უარი მიიღო, შემდეგ კი სომხეთში წავიდა და იქ მცირე ხანი დაჰყო. ქვეყნის მართვა სამხედრო საბჭომ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ყოფილი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა, ექსთავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და მხედრიონის მეთაური ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის 7 მარტს კი საქართველოში ედუარდ შევარდნაძეც დაბრუნდა. 1993 წელს საქართველოში დაბრუნდა ზვიად გამსახურდიაც, ზუგდიდში ჩავიდა და აჯანყება სცადა. მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. დასავლეთ საქართველოში მხედრიონი შევიდა და დარბევა და ძარცვა დაიწყო. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს გამსახურდია და მისი მხარდამჭერები იძულებულები გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისთვის შეეფარებინათ. 31 დეკემბერს ის ხობის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ფილფანი - შემთხვევით, მათი კორუფციის ბრალი ხომ არაა ის, რომ პროდუქტებზე ფასები ყოველწლიურად იმატებს
ლემონჯავა: მაღალი ფასების მიზეზი ქვეყნის სულელური საგადასახადო პოლიტიკაა
კახა კალაძე: რის გაერთიანებაზეა საუბარი, ოპოზიცია არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)