19:53 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-14 12:02:04, 476 ნახვა

რეგიონი
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, ელბეი ქერიმლი, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, ელბეი ქერიმლი, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ის აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის წევრი იყო. ქერიმლი 12 დეკემბერს ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო პუნქტში გარდაცვლილი იპოვეს.

სახალხო ფრონტის პარტიის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი უცნობია. აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრომ ოპოზიციონერის გარდაცვალება დაადასტურა და განმარტა, რომ მომხდარს ხაზარის რაიონის პროკურატურა იძიებს. ახალგაზრდა ოპოზიციონერი, ელბეი ქერიმლი 2023 წლის აგვისტოში ჰეიდარ ალიევის ძეგლზე წარწერა "სტალინის” დაწერის გამო დააკავეს.

ოპოზიციის მტკიცებით,  ელბეი ქერიმლის საქმე შეუკერეს და ნარკოტიკული საშუალებების შენახვაში დამნაშავედ ცნეს და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ელბეი ქერიმლი 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა და მისი დაკავების შესახებ მხოლოდ 2023 წლის 24 ოქტომბერს გამოცხადდა. მას მშობლები არ ჰყავს, ამიტომ მისმა პარტიის თანამებრძოლებმა მისი ბედის გარკვევა ვერ შეძლეს. მეგობრების თქმით, მის შესახებ თითქმის ორი თვის განმავლობაში არაფერი სმენიათ. მათ პოლიციისგანაც ვერ მიიღეს რაიმე ინფორმაცია.

პროტესტის მიზნით ოპოზიციონერი ციხეში რამდენიმეჯერ შიმშილობდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: პუტინი სსრკ-ს აღდგენას ცდილობს და უკრაინაზე არ გაჩერდება
პოლიტიკური პატიმარი, მინდია შერვაშიძე ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს
კონგრესმენი: უკრაინის იძულება, დათმოს ტერიტორიები, არა რეიგანის, არამედ ჩემბერლენის ნაბიჯია
უკრაინამ ურიუპინსკის ნავთობსაწყობსა და იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი