|
2025-12-08 09:35:31, 22603 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები აგრძელებს უკრაინის ტერიტორიების დაკავებას უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპით, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ხოლო კიევის მხარდაჭერა სუსტდება, — წერს The Telegraph. Deep State-ის ინფორმაციით, ნოემბერში რუსმა სამხედროებმა 500 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს — რაც 250 კვადრატული კილომეტრით მეტია, ვიდრე ერთი თვით ადრე. ხოლო შეტევის სიჩქარე, ომის სწავლების ინსტიტუტის შეფასებით, უახლოვდება რეკორდულად მაღალ დონეს თითქმის მთელი ოთხი წლის განმავლობაში. გამოცემის ცნობიტ, ასეთი წინსვლა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ტრამპის დარწმუნებას, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს რუსეთის პირობებით, ხოლო კიევისთვის დახმარების გაგზავნა ფულის უაზრო ხარჯვაა. ამავდროულად, რუსების შეტევა გრძელდება და მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის ოლქის პოკროვსკის მიმდებარედ. რუსმა ოკუპანტებმა, რომლებმაც შეძლეს უკრაინის თავდაცვის ძალების რესურსების გაწელვა 1000-კილომეტრიან ფრონტზე, გარკვეული წარმატებები მოიპოვეს ზაპოროჟიეს ოლქშიც და მიუახლოვდნენ კუპიანსკის აღებას ხარკოვის ოლქში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)