21:09 - 28 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 11:50:45, 6994 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო მინისტრი: საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი არჩევნები

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ​ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა რომ დაუბრუნდეთ, საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„ამ ვითარებიდან გამოსავალი ის არის, რასაც ჩვენ ერთი წლის წინაც ვაცხადებდით. ჩვენ საქართველოში სანდოობა უნდა დავუბრუნოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს. ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ დეგრადირებასა და დემოკრატიის უკუსვლას. ეს იმედგაცრუებას იწვევს. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის მოლოდინები. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერები ვართ.

მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. თუმცა, ის არ შეესაბამება მიმდინარე ვითარებას და იმ ზომებს, რომლებსაც მიმდინარე რეჟიმი მიმართავს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს სრულიად მიუღებელია. მე ამით იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას. იმედი მაქვს, ქართული რეჟიმი პოზიციას შეიცვლის და სტრატეგიას გადახედავს, სად არის საქართველო“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხური პროდუქცია საქართველოს გავლით, შესაძლოა, აზერბაიჯანში გავიდეს - ერევანი ვაჭრობის პერსპექტივას განიხილავს
260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
პოლონეთი რუსეთთან საზღვარზე დრონებისგან დამცავი კედელს ექვსი თვის განმავლობაში ააშენებს
სასამართლომ ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი