|
2025-12-16 13:03:30, 4883 ნახვა
პოლიტიკა
Reuters: მოლაპარაკებებისას აშშ-მა უკრაინას NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტია შესთავაზა
Reuters წერს, რომ აშშ-მა კიევს NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია შესთავაზა, ამიტომაც ამერიკელმა და ევროპელმა მომლაპარაკებლებმა ორშაბათს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ განაცხადეს, თუმცა, ტერიტორიულ დათმობაზე შეთანხმება კვლავ მიუღწეველი დარჩა. სტატიის თანახმად, დონალდ ტრამპის მიერ გაგზავნილმა წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ეს "უპრეცედენტო შეთავაზება" ბერლინში გამართულ შეხვედრებზე გააკეთეს, თუმცა გააფრთხილეს, რომ ასეთი შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით დღის წესრიგში არ იქნება. Reuters წერს, რომ გერმანიის დედაქალაქში გამართულმა მოლაპარაკებებმა ევროპელ ლიდერებში გარკვეული ოპტიმიზმი გააჩინა - ევროპის ყველაზე სისხლიან კონფლიქტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შესაძლოა დასრულების გზა გამოეძებნოს. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვი ჯერჯერობით არ დათანხმებულა გერმანიაში განხილულ არც ერთ ცვლილებას და ამის გაკეთების სურვილი არ გამოუხატავს. "ვცდილობთ, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ", - თქვა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, როდესაც ბერლინში გამართულ მოლაპარაკებებზე ჰკითხეს და აღნიშნა, რომ "უკრაინაში ომის დასრულებასთან ახლა უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან". მოლაპარაკებების შემდეგ განცხადებები გააკეთეს ევროპელმა ლიდერებმაც. "ომის დაწყების შემდეგ პირველად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა", - დაწერა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა X-ზე. "დღეს პირველად მქონდა განცდა… რომ ყველა ერთი ბანაკის მოკავშირეების მსგავსად იქცეოდა. [...] პირველად მოვისმინე ამერიკელი მომლაპარაკებლების პირიდან… რომ ამერიკა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თემაში ისე ჩაერთვება, რუსებს ეჭვი არ შეეპარებათ რომ ამერიკის პასუხი სამხედრო იქნება, თუ რუსები კვლავ თავს დაესხმებიან უკრაინას", - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებთან. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი "უფრო მკაფიო და სარწმუნო" გახდა, რაც მისივე თქმით, მდგრადი მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
აშშ-მ სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ მასშტაბური იერიში მიიტანა
დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე
აშშ-ს დაზვერვა- პუტინი აპირებს უკრაინის და რუსეთის იმპერიის ყოფილი კოლონიების დაპყრობას
რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)