|
2025-12-25 10:00:53, 7527 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი ირწმუნება, რომ საზოგადოების უმრავლესობა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას
საზოგადოების უმრავლესობა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას და თანაზიარია იმ პოლიტიკის რა პოლიტიკისაც აწარმოებს მთავრობა, - განაცხადა ივანიშვილის მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში სამთავრობო პროპაგანდისტულ „იმედი Live". როგორც მან აღნიშნა, იმაში, რომ საქართველო დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლი საპატრიარქოს და სასულიერო პირებს მიუძღვით. „სერბეთის პატრიარქმა ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა საქართველოს მიმართ. თავად დამათვალიერებინა წმინდა საბას ტაძარი და ძალიან დიდი სიყვარული გამოხატა ჩვენი პატრიარქის მიმართ. მე არ მახსოვს ასეთი სიყვარულის გამოხატვა სხვა ერების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერს დიდი პატივს ვცემ. ჩვენ ეკლესიას რატომ სცემენ დიდ პატივს, რომ ძალიან მყარად დადგა - ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ასეთი ძლიერია, უდიდესი როლია ჩვენი საპატრიარქოს და სასულიერო პირების, რადგან ყველაზე კარგად მათ დაინახეს საშიშროება და დადგნენ ხელისუფლების და საქართველოს გვერდით. დარწმუნებული ვარ, ამ სიყვარულით, ამ ურთიერთობებით აუცილებლად მოხდება ჩვენი გაერთიანება ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთიან საქართველოში. ამისი ძალიან დიდი რწმენა მაქვს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)