2025-12-23 11:02:26, 1863 ნახვა
სამართალი
დაკავებულია სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი
დაკავებულია სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საქმე ეხება ქოლცენტრების საქმეს. დეტალებს "ექსპრესნიუსი" შემდეგ ნიუსში გაავრცელებს.
ცოტახნის წინ სუს-ის ყოფილი შეფი გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის წაყენებას, ლილუაშვილმა ასე უპასუხა:„ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,