|
2025-12-15 17:05:12, 7633 ნახვა
პოლიტიკა
ბერლინში ზელენსკის, უიტკოფის, კუშნერისა და მერცის მონაწილეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების - სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის, ასევე გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მონაწილეობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებები ბერლინში გუშინ დაიწყო და დღეს განახლდა. როგორც გუშინ შეხვედრის შემდეგ სტივ უიტკოფმა განაცხადა, ბერლინში გამართულ ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბერლინში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ზელენსკი შეხვედრებს გამართავს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და ბუნდესტაგის პრეზიდენტ იულია კლეკნერთან. მოგვიანებით დაგეგმილია ზელენსკისა და კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთობლივი ღონისძიებაც. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ბერლინში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)