|
2025-01-19 10:55:45, 33489 ნახვა
სპეციალური ანონსი
დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება
დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება. თბილისში, 19:00 საათზე, მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერთა მსვლელობა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. 19:00 საათზე კი მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქცია არის დაგეგმილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. 21:00 საათზე ცისფერი გალერეის წინ საჯარო დისკუსია “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები”შედგება. საპროტესტო აქცია19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება ქუთაისის მერიასთან. ამავე დროს არის დაგეგმილი აქცია „სამშობლოს სამსახურში!“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში. აქცია გაიმართება ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, სახელწოდებით „ბრძოლა გამარჯვებამდე“. 15:00 საათზე დაიწყება „უწყვეტი პროტესტი თელავში!“. 18:00 საათზე კი ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან მოწოდებით - „არა რუსულ რეჟიმს!“. საქართველოში თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი მოთხოვნით - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ დაკავებულთა გათავისუფლებას.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)