|
2020-11-22 12:31:30, 23219 ნახვა
ცესკო მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით არსებული ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის თაობაზე. 21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც, ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში. 21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. „მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას,“ განაცხადა ნათია იოსელიანმა. საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, - 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით:
ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები:
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პირობითი სასჯელის სახით 1,6 წლით თავისუფლების აღკეთა მიესაჯა
კორეაში საქართველოს ელჩი: ვტოვებ საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ სამსახურს
ლორდთა პალატის წევრი ჩეპმენი ოცნებისგან ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე გამოძიების შედეგებს მოითხოვს
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
|
რედაქტორის რჩევით
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
ომი უკრაინაში
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)