|
2025-11-28 12:45:00, 10624 ნახვა
სამხედრო
ანკარაში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სპეციალური დანიშნულების ძალების წვრთნები ჩატარდა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ანკარაში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სპეციალური დანიშნულების ძალების ქვედანაყოფების მონაწილეობით ერთობლივი ტაქტიკური და სპეციალური დანიშნულების ძალების წვრთნები „კავკასიური არწივი 2025“ ჩატარდა. წვრთნები რეგიონის სამ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისკენაა მიმართული. წვრთნებს ადგილზე აკვირდებოდა აზერბაიჯანის სპეციალური დანიშნულების ძალების მეთაური ჯაჰანგიროვი, თურქეთისა და საქართველოს მაღალი რანგის ოფიცრებთან ერთად. მანევრების დროს სპეციალური დანიშნულების ძალების ქვედანაყოფებმა წარმატებით შეასრულეს სარაკეტო, არტილერიულ და საავიაციო დანაყოფებთან ურთიერთქმედების დავალებები, აჩვენეს მაღალი საბრძოლო მზადყოფნა და ტაქტიკური მოქნილობა.
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)