14:19 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 11:08:40, 13132 ნახვა

საზოგადოება
“ვოლტს“ შეკვეთების დაგვიანებით მიწოდების გამო უჩივლეს

GCCA-მა „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა - საქმე მომხმარებლებისთვის შეკვეთის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევებს შეეხებოდა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. 

სააგენტოში შესული განცხადებების საფუძველზე, შესწავლის საგანს წარმოადგენდა კომპანიის მიერ შეკვეთის დათქმულ ვადაში მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტები, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეკვეთის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევები.
 
საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი