|
2025-12-19 23:38:06, 13404 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - „თანამშრომლების კეთილდღეობა“ - დაემატა. კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების დამფუძნებლებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, გაიგონ:
ბიზნესკურსს უძღვება მედეა ტაბატაძე, Insource-ის მმართველი პარტნიორი. კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა საკითხზე - მენეჯმენტის, ფინანსების, მარკეტინგის, გაყიდვებისა თუ ადამიანური რესურსების სფეროებში ცოდნა გამოცდილი ექსპერტებისგან მიიღონ. კურსები შექმნილია რეალური, ადგილობრივი ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით, პლატფორმა მუდმივად ახლდება და დღეს უკვე 70-მდე კურსს აერთიანებს. ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360˚-ის ნაწილია. ეს არის ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს საჭირო რესურსებს განვითარებისთვის: საგანმანათლებლო პროექტებს, კონსულტაციებს, კვლევებსა და სხვადასხვა პრაქტიკულ ინიციატივას.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)