|
2025-12-11 17:04:52, 7502 ნახვა
საზოგადოება
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა, მონაწილეობა კი თითოეული სკოლის VII-XI კლასის ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 800-ზე მეტმა გუნდმა მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა. ოლიმპიადა ორ ტურად იმართება:
ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გადიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები უძღვებიან. საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 300-ზე მეტი სკოლის, 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)