14:55 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 10:28:02, 1876 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილის მარიონეტმა ყაველაშვილმა ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას ფეკალიების მჭამელი ბუზები უწოდა

„ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი შეურაცხმყოფელი მეტაფორებით აღწერა და ისინი „ფეკალიების მჭამელ ბუზებს“ შეადარა. 

მისი თქმით, ის ბერი პაისის ათონელის შედარებას ეყრდნობოდა, რომელიც ადამიანებს „ბუზებად და ფუტკრებად“ ყოფს. ყაველაშვილის განმარტებით, „ბუზი“ არის ის, ვინც გამწვანებულ ბაღშიც კი კარგს ვერ ხედავს და მხოლოდ ნეგატივს ეძებს. ამ კონტექსტში მან ოპოზიციურად განწყობილი მედიისა და აქტივისტების ნაწილი „ბუზებად“ მოიხსენია და თქვა, რომ ისინი „ვერც პროგრესს, ვერც სიკეთეს და ვერც განვითარებას“ ხედავენ.

"ბერი პაისის ათონელის შეფასება არის ადამიანის კატეგორიებთან დაკავშირებით - ბუზის და ფუტკრის. ადამიანის ბუზს ადარებს იმ ადამიანებს, რომლებიც ყვავილებით, ხეხილით, ასე გამწვანებულ ბაღში, ბუზი რომ შეფრინდება, გადაუფრენს ყველა ხეხილს და ყვავილს და ღობის ძირში აუცილებლად მიაკვლევს ფეკალიას და იმით დაკმაყოფილდება.

აი, ბუზი ადამიანებს ვადარებ ჩვენდა სამწუხაროდ - ამ ადამიანებს, რომლებიც ზოგი მოწოდებით არიან, და ესეც ბუნებრივია ალბათ, რომ მხოლოდ ნეგატივს უნდა ხედავდნენ, მხოლოდ სიძულვილს უნდა ხედავდნენ, მხოლოდ ცუდს უნდა ხედავდნენ. ამაზე მაქვს საუბარი.

მაგრამ ყველაზე საცოდაობა იცით რა არის? რომ იცის, რომ ეს ბუზი, ეს ბოროტებაა, მაგრამ დავალებით ხდება ბუზი. აი, ეს ტელევიზიები, ეს რადიკალური ფრთა - პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესენი არიან ბუზები. ბუზი ტელევიზიები, ბუზი აქტივისტები, რომლებიც ვერც პროგრესს ხედავენ, ვერც სიკეთეს ხედავენ, ვერც განვითარებას ხედავენ.

გინახავთ რომელიმე შეფასება ეკონომიკური განვითარების, სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის? ეს ხომ საერთაშორისო რეიტინგებზე მაქვს საუბარი - საერთაშორისო რეიტინგებით შეფასებულზე", - თქვა ყაველაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
„სახლი 71“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
თურქეთმა ISIS-ის წევრობის 115 სავარაუდო წევრი დააკავა, რომლებიც დღესასწაულების დროს ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ
ტროტუარზე დგომის გამო, სასამართლოში აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი