|
2025-12-28 20:39:46, 2123 ნახვა
რეგიონი
სომხური პროდუქცია საქართველოს გავლით, შესაძლოა, აზერბაიჯანში გავიდეს - ერევანი ვაჭრობის პერსპექტივას განიხილავს
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი აცხადებს, რომ სომხური პროდუქციის აზერბაიჯანში ექსპორტის საკითხი დღის წესრიგშია. მინისტრის თქმით, მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების „საკმაოდ ფართო პოტენციალი“ არსებობს. პაპოიანის განმარტებით, ვაჭრობის განვითარებისთვის ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას „საქართველოს რკინიგზის“ ხაზით ტრანზიტის კონკურენტული ღირებულება წარმოადგენს. „შესაძლებელია არა მხოლოდ იმპორტი [აზერბაიჯანიდან], არამედ ექსპორტიც. ამ ეტაპზე, საკმაოდ კონკურენტული ფასი [ტრანზიტის ტარიფი] მივიღეთ საქართველოს რკინიგზისგან. შესაბამისად, ბევრი შესაძლებლობაა“, - განაცხადა მან. მინისტრმა ჩამოთვალა იმ საქონლის სიაც, რომლის მიწოდებაც სომხეთს მეზობელი ქვეყნისთვის შეუძლია:
ამ ეტაპზე მიწოდების ორგანიზაციული საკითხების განხილვა მიმდინარეობს. სომხეთის ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ თბილისი და ბაქო „მორიგი წარმატებული გარიგების შესახებ“ მალე გამოაცხადებენ. ორი დღით ადრე, 26 დეკემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოთი ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებული საკითხი მოგვარებულია. მისი თქმით, თავდაპირველად საქართველოს მიერ დასახელებული ტარიფი „მართლაც ძალიან მაღალი“ იყო და არსებულ პრაქტიკას არ შეესაბამებოდა, რამაც აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა. ბაირამოვის განმარტებით, საკითხში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერთო და კომპანიებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ბაზრის პირობებთან სრულად შესაბამის ტარიფზე. აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიის ცნობით, შეთანხმება საქართველოს რკინიგზასთან შედგა. ბაირამოვმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. ამ ეტაპზე საჯაროდ არ სახელდება ტარიფის კონკრეტული განაკვეთი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)