2025-12-19 14:05:11, 2383 ნახვა
სამართალი
თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტ ქალს ბრმა ტყვია მოხვდა
თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტ ქალს ბრა ტყვია მოხვდა, ინფორმაცია ადასტურებს შსს.
TV პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იარაღი სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნოდა. როგორც მეპატრონე TV პირველს ეუბნება, თურქეთის მოქალაქე ქალს ასხლეტილი ტყვია კაბაზე მოხვდა და მიმდებარე ადგილი დაუწვა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,