01:32 - 27 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-26 14:41:06, 1235 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. ყრილობაზე ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.

როგორც ლიპარტელიანმა აღნიშნა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა სწორედ განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის.

„მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს, ჩვენი გუნდის წევრებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღევანდელ ყრილობას ესწრება. მივესალმები პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და დიდ მადლობას ვუხდი, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინეს. ნდობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამომიცხადა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად, ძალიან დიდ მოტივაციასაც მიჩენს. რა თქმა უნდა, მივესალმები ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ჩვენი პარტიისთვის ახალგაზრდული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა, სწორედ ძლიერ, მყარ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის. მინდა დაგპირდეთ, რომ ერთად ძალიან ბევრ მაგარ პროექტს განვახორციელებთ, აქტიურად ჩავერთვებით ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, დღის წესრიგის შემუშავებასა და გადაწყვეტაში. აუცილებლად ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესებაზე ფიქრი, უნდა დავიბრუნოთ ის უდიდესი ენერგია და გამოვიყენოთ ის უმნიშვნელოვანესი პოტენციალი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას გააჩნია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ, „ქართულ ოცნებაში“ და საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მივცეთ. ჩვენი დიდი სურვილი და მიზანია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ისეთი ტრადიცია, როდესაც ახალგაზრდები წარმატებას საკუთარი ცოდნის, მონდომებისა და გაკეთებული საქმის მიხედვით მიაღწევენ. როდესაც ჩვენ მომავალ თაობებს ექნებათ სტიმული და დარწმუნებულები იქნებიან, რომ წინსვლის ერთადერთი გზა შრომასა და ნიჭზე გადის“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: რუსეთი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში დონბასის რეფერენდუმის დროს
შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე უარი თქვა
BOG-ის და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად "მწვანე დაფინანსების რალი" გაიმართა
ვერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი - პროექტის მხარდამჭერია BOG
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი