13:01 - 23 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-12 10:37:28, 9046 ნახვა

საზოგადოება
ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი - ისტორიამ არაერთხელ დაგვანახვა, რომ ასეთი რეესტრები ადვილად იქცევა პოლიტიკური, სუბიექტური ან ბიუროკრატიული დევნის იარაღად.

ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი და ოცნების ახალ ინიციატივას ეხმაურება, რის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების საერთო რეესტრს ქმნის, სპეციალისტის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ითვლება ყველაზე სარისკო და სენსიტიურ გადაწყვეტილებად.

მისი შეფასებით, სამედიცინო ჩანაწერებზე კი წვდომა აქვთ მხოლოდ მკურნალ ექიმებს, მკურნალობის პროცესში ჩართულ პროფესიონალებს და თავად პაციენტს - და არა სახელმწიფო უწყებებს.

"რას ნიშნავს “რეესტრი” ? ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს აქვს ერთი მთავარი პრობლემა: ის ადამიანს, არა მკურნალობის საჭიროების მიხედვით, არამედ სტატუსის მიხედვით ამოიცნობს და აჯგუფებს.

ანუ, თუ ვინმე ერთხელ მოხვდა რეესტრში, ის იქ ადამიანად კი არა, კატეგორიად რჩება, რაც იწვევს სტიგმას, კონტროლს და უფლებების შეზღუდვას.

 საქართველოს მაგალითიც აქ ხვდება. თუ ადამიანს აქვს დიაგნოზი: F63.3 ტრიქოტილომანია (იწიწკნის თმას), მისი მართვის მოწმობის გაცემაზე ექმნება კანონმდებლობასთან სერიოზული სირთულეები, მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობას მგზავრებისა და გზის უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ითვლება ყველაზე სარისკო და სენსიტიურ გადაწყვეტილებად.

საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს:

1. სამხრეთ კორეაში სადაზღვევო კომპანიამ ფსიქიატრიული მონაცემები არალეგალურად გამოიყენა და ადამიანებს დაზღვევაზე უარი უთხრა.

2. აშშ-ში 1950-იან წლებში ფსიქიატრიული ისტორიით შავ სიებში შეჰყავდათ ადამიანები და მუშაობის უფლებას უკრძალავდნენ.

3. რუსეთში “ზედამხედველობის რეესტრში” მოხვედრა ნიშნავს პროფესიული უფლებების დაკარგვას და სახელმწიფო ზედამხედველობას.

4. ბელარუსში ასეთი რეესტრი რეალურად გამოიყენება კონკრეტულ პოზიციებზე კანდიდატების გასარიცხად.

5. ჩინეთში მსგავსმა სისტემამ პოლიტიკური ოპონენტები ფსიქიატრიული იძულებითი მკურნალობის ობიექტებად აქცია.

6. მონაცემთა გაჟონვა მოხდა ფინეთში, სადაც 30,000 ფსიქოთერაპიული ჩანაწერი მოიპარეს და ხალხს შანტაჟით ემუქრებოდნენ.

პასუხგაუცემელი რჩება მთავარი ეთიკური კითხვა: ვინ და რა კრიტერიუმით გადაწყვეტს, რა არის “რისკი” და ვინ ჩაითვლება „საფრთხედ“? ისტორიამ არაერთხელ დაგვანახვა, რომ ასეთი რეესტრები ადვილად იქცევა პოლიტიკური, სუბიექტური ან ბიუროკრატიული დევნის იარაღად.

 ევროპასა და დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს ერთი ძირითადი პრინციპი: — კი - მკაცრად კონფიდენციალურ სამედიცინო ჩანაწერებს — არა - სახელმწიფო ან საჯარო იდენტიფიცირებად რეესტრს

სამედიცინო ჩანაწერებზე კი წვდომა აქვთ მხოლოდ მკურნალ ექიმებს, მკურნალობის პროცესში ჩართულ პროფესიონალებს და თავად პაციენტს - და არა სახელმწიფო უწყებებს, დამსაქმებლებს, სასამართლოს ან პოლიტიკურ ჯგუფებს." - წერს სოციალურ ქსელში ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი.

 ოცნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას აპირებს. შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს
პოლონეთმა საჰაერო ძალები მოქმედებაში მოიყვანა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა წამოიწყო.
ტრამპის ადმინისტრაცია ერთდროულად დაახლოებით 30 ელჩს ათავისუფლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი