|
2025-12-11 10:58:29, 2992 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინელების 82% სამშვიდობო შეთანხმებას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინელების 80%-ზე მეტი „მოითხოვს შეთანხმებას“, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. მან ეს ჟურნალისტებს თეთრ სახლში ბიზნეს ლიდერებთან მრგვალი მაგიდის დისკუსიის დროს განუცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი „რეალისტი უნდა იყოს“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თავის პოზიციაში. მან ასევე აღნიშნა, რომ „აინტერესებს“, როდის ჩატარდება შემდეგი არჩევნები უკრაინაში. „მართლა მაინტერესებს, რამდენ ხანს დასჭირდებათ არჩევნები? ეს დემოკრატიაა. დიდი ხანია არჩევნები არ ჰქონიათ. ეს ბევრი ადამიანის დაკარგვაა. და, იცით, თუ გამოკითხვებს გადახედავთ, ვიტყოდი, რომ ხალხის 82% შეთანხმებას მოითხოვს“, - განაცხადა ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ „უკრაინელ ხალხს შეთანხმება სურს“. „მესმის, რომ ისინი ყოველ კვირას ათასობით ადამიანს კარგავენ. მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს“, - თქვა მან. შეგახსენებთ, რომ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, რომ „დროა“, უკრაინამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს, ზელენსკიმ უპასუხა: „მე სამუდამოდ მზად ვარ“. „ფაინენშალ თაიმსმა“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ტრამპი იმედოვნებს, რომ შეთანხმებას „შობამდე“ მიაღწევს.
თურქეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 115 სავარაუდო წევრი დააკავეს
ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო, აშშ-ის თავდაცვის კომპანიებსა და ათ ფიზიკურ პირს ჩინეთმა სანქციები დაუწესა
გირჩის ერთ-ერთი ლიდერი რაქვიაშვილი კობახიძეს ფასების თემაზე დებატებში იწვევს
რა კომენტარები გააკეთეს ქართული ოცნების ლიდერებმა ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტზე
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
მიხაილო პოდოლიაკი: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და თურქეთი მზად არიან უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნონ
სიტუაცია კრიტიკულზე უარესია -რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის განდევნეს რუსული არმია კუპიანსკიდან
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)