|
2025-12-18 11:43:55, 1800 ნახვა
პოლიტიკა
დასავლელი აკადემიკოსები კობახიძეს მოუწოდებენ, გადაიფიქროს უმაღლესი განათლების რეფორმა
15 დეკემბრით დათარიღებულ წერილში წამყვანი დასავლელი აკადემიკოსები და პროფესორები ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, შეაჩეროს და გადაიფიქროს უმაღლესი განათლების რეფორმის გატარება, ვინაიდან კანონში შეტანილი ცვლილებები, მათი თქმით, მხოლოდ გააუარესებს საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებს. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში უკვე დიდი ხანია, პრობლემები არსებობს: "უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს არასაკმარისი რესურსები აქვთ (2025-ში საქართველოს მთავრობის ხარჯი უმაღლეს განათლებაზე მშპ-ს 0.3% იყო); არ ხდება აკადემიური პერსონალის სათანადოდ ანაზღაურება, რომლებიც 2-3 სამუშაოს ასრულებენ ოჯახების გამოსაკვებად; ფაქტობრივად აღარ არსებობს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კვლევები და სამეცნიერო ლაბორატორიები; და ყოველ წელს უნივერსიტეტ დამთავრებულებს შორის უმუშევრობა უცხოეთში მიგრანტების გადინებას იწვევს." - წერენ აკადემიკოსები. ხელმომწერების თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმები ამ პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, "გაზრდის უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორზე მთავრობის კონტროლს. მენეჯმენტი რექტორების ხელში გადავა და ადმინისტრატორები მთავრობის წინაშე იქნებიან ვალდებულნი. უნივერსიტეტის ავტონომია, და მასთან ერთად, აკადემიურ პროგრამებსა და სასწავლო გეგმებზე აკადემიური კონტროლი სერიოზულად შესუსტდება. უნივერსიტეტთა ბიუჯეტები კიდევ უფრო შემცირდება და განსხვავებული აზრის მქონე აკადემიური პერსონალის მოშორება, რეორგანიზაციის ფარგლებში, უფრო მარტივი გახდება." "კარგად ფუნქციონირებადი საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც აერთიანებს კრიტიკულ აზროვნებას, თვითმმართველობას, აკადემიურ თავისუფლებას, კარგად დაფინანსებულ კვლევით შესაძლებლობებსა და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოს მზარდი ეროვნული ეკონომიკისთვის. უნივერსიტეტების გარეშე, სადაც ინფორმაციის გაზიარება და კვლევები თავისუფლად ხდება, საქართველოს ეკონომიკა ვერ აყვავდება." - ვკითხულობთ წერილში. წერილის ავტორების მიხედვით, რეფორმები "არა მხოლოდ გაანულებს საქართველოს დემოკრატიული პროგრესს, არამედ შეზღუდავს მოქალაქეების პერსპექტივებსაც". საერთაშორისო აკადემიკოსები მსოფლიო უნივერსიტეტებიდან ასევე შეშფოთებას გამოხატავენ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან გადადგმული სხვა ნაბიჯების მიმართაც, რასაც "თავიანთი უფლებების მშვიდობიანად დაცვის გამო აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დაპატიმრება მოჰყვა". წერილით აკადემიკოსები ივანიშვილის მთავრობას მოუწოდებენ, გადაიფიქროს ეს "საგანმანათლებლოდ დამაზიანებელი" წინადადება და დიალოგში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა მხარე ჩართოს, "რათა შეიქმნას გულწრფელი რეფორმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას გააუმჯობესებს." წერილს 65 აკადემიკოსი აწერს ხელს, მათ შორის, ამერიკელი ისტორიკოსი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სტივენ ჯონსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი როი ალისონი და დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ რეიფილდი.
7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროს დღეს დილით დატოვებს
ომის დაწყების შემდეგ პირველად, ეკონომიკური კრიზისი პუტინისთვის პირდაპირი ხაზის დროს დასმულ ერთ-ერთ მთავარ კითხვებს შორისაა
რუსეთმა ჩინეთისთვის ნავთობის ფასდაკლება ბარელზე რეკორდულ 35 დოლარამდე დაიყვანა
ოდესის ოლქზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მოლდოვასთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურა.
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმა მოამზადეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)