02:54 - 17 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 20:31:39, 626 ნახვა

ეკონომიკა
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

სწრაფი ლანჩი სამუშაო დღეს, ყავის შესვენება თუ ვახშამი მეგობრებთან ერთად - გარეთ
კვება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. იმის
გათვალისწინებით, რომ ეს ხარჯები გროვდება, გადახდის სწორი მეთოდის შერჩევა,
რომელსაც რეალური სარგებელი მოაქვს, ყოველთვიურად ფინანსების მართვას
ამარტივებს.

სწორედ ამიტომ, თიბისიმ მომხმარებელს კვლავ მათზე მორგებული შეთავაზება,
ამჯერად, კვების ობიექტებში მოუმზადა.

31 დეკემბრის ჩათვლით, გადაიხადე თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით შერჩეულ
ობიექტებში
 და მომენტალურად დაიბრუნე გადახდილი თანხის 20% - რაც მთავარია,
ულიმიტოდ.

20%-იანი ულიმიტო ქეშბექის დაბრუნებას ოთხ რესტორანში შეძლებთ, თანაც
მომენტალურად:

ცეცხლი აინთო - თბილისის ორ ფილიალში (აბაშიძის ქ. N10 და ტაშკენტის ქ. N10-ში)
მწვადის მოყვარულები უგემრიელეს კახურ, კლასიკურ და ქათმის მწვადს, ასევე სხვა
საინტერესო ქართულ კერძებს დააგემოვნებთ.

წიწილა - ქათმისგან დამზადებული მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებას
“წიწილას” ორ ფილიალში: აღმაშენებლის გამზირი 110 და კოსტავას 76-ში - შეძლებთ.
“წიწილა” გამორჩეული ადგილია მსუბუქი და ნოყიერი წახემსებისთვის.

Cafe 1991 - თბილი ატმოსფერო, სენდვიჩებისა და დესერტების მრავალფეროვანი
არჩევანი და სასმელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის - ა. შანიძის 11 ნომერში
მოქმედი კაფე “1991” იდეალური ადგილია, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ
განსატვირთად.

Dipstrip - კოსტავას 70-ში სწრაფი კვების მოყვარულებს პრემიუმ ქათმით და ფრეშ
ინგრედიენტებით დამზადებული ბურგერების მენიუ დაგხვდებათ. თუ ჯანსაღი, მაგრამ
აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობთ, Dipstrip იდეალური არჩევანია სწრაფი
ლანჩისთვის.

ამიტომ, გადაიხადე თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით იქ, სადაც ისედაც იხდი,
და დაიბრუნე უფრო მეტი.

ლიმიტის დამტკიცება და ბარათის აღება მობაილბანკიდან 1-2 წუთშია შესაძლებელი.
მის ციფრულ საფულეში გადატანას და ლიმიტით სარგებლობას კი მომენტალურად
შეძლებ.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაბიზაცია არის ტყუილი
კობახიძე - ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან
კობახიძის მტკიცებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქტუალური აღარაა
აშშ-მ დიდ ბრიტანეთთან 41.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნოლოგიური შეთანხმება შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი