15:44 - 17 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 13:26:46, 730 ნახვა

საზოგადოება
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის და მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების შესაძლებლობა უქმდება

შეჩერებული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებული თარიღი იცვლება - კანონის პროექტში, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებს, მიეთითება, რომ მართვის მოწმობა დაუბრუნდება პირს, ვინც შესაბამისი სამართალდარღვევა 2025 წლის 16 დეკემბრამდე ჩაიდინა.

აღნიშნული თარიღი 10 დეკემბრით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ მათ, ვისაც ის გუშინდელი დღის ჩათვლით ჩამოერთვა. ჩამორთმეული მართვის მოწმობები ეტაპობრივად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან დაბრუნდება.

თარიღის ცვლილებაზე გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

შეჩერებულ მართვის მოწმობების დაბრუნების გარდა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლეა ის, რომ მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების შესაძლებლობა უქმდება.

მართვის უფლების ვადამდე აღდგენის საშუალება აღარ ექნებათ პირებს, რომლებიც შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩაიდენენ: - სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება; სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე EU-ის ანგარიშზე: პასუხისმგებლობის აღებაა კრიმინალზე, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე
ოცნებამ III მოსმენით დაუჭირა მხარი უცხოეთში ხმის მიცემის უფლების აკრძალვას
შალვა პაპუაშვილის თქმით, თეა წულუკიანის კომისიის ანგარიში წიგნად გამოსცეს
სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი