|
2025-12-15 20:57:54, 4191 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტში გახარიას პარტიას ხალხის მოწამვლის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრა
„გამოძიება იყო გამჭირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, თქვენი უფლებაა ეს საკითხი სხდომაზე დააყენოთ, კენჭისყრა ჩატარდება და პარლამენტი გადაწყვეტს ამ საკითხს", - მიმართა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის" თავმჯდომარეს შალვა კერესელიძეს. ბიუროს სხდომაზე წარდგენილი იყო ფრაქცია „საქართველოსთვის" მიერ ინიციირებული დადგენილების პროექტი „2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ". პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძეს მოუწოდა, ფრაქციის სახელით ილაპარაკონ და საზოგადოებას არ ამოეფარონ.
|
რედაქტორის რჩევით
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
ომი უკრაინაში
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)