აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ვაშინგტონში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ზომები განიხილება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხმამაღალმა კრიტიკოსმა, უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა:
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოს რესპუბლიკაში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ მკაცრი პოზიციისთვის. მათ გააყალბეს 26 ოქტომბრის არჩევნები. მათ ამერიკასთან კავშირები კრიმინალიზაცია მოახდინეს. მათ განდევნეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, რითაც ფაქტობრივად საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. მათ არაერთხელ დაამცირეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. რონდელის ფონდის მონაწილეობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საუბრობს საქართველოში ამჟამად დამკვიდრებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე და მსურს ოფიციალურად შევიტანო ეს დოკუმენტი პროტოკოლში. გარდა ამისა, ზედიზედ 200 დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოვიდნენ ქუჩებში, ამერიკულ დროშებში გახვეულები და (აშშ) პრეზიდენტისადმი მიმართული პლაკატებით ხელში. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ზომები მიიღოს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე?“
რუბიომ დეტალები არ დააკონკრეტა და უპასუხა:
„როგორც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: ჩვენს ინტერესებშია თუ არა მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის ყოლა? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მთავრობამ ხარჯები აიღოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ ვეძებთ შესაძლო ზომებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს კონკრეტული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განხილვის საგანია. ეს ზუსტად ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საველე წარმომადგენლობას, რათა მივიღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ რომელ ზომებზე მოახდენს ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მგრძნობიარე რეაგირებას.“
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის დუმილის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებასთან და წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ალპურმა ქოხმა, "ალტიჰატმა" და ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდმა, "Reckless"-მა ...
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის სპეცი...
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ დაგმო სიდნეიში, ხანუკას აღნიშვნის დროს ბონდის სანაპიროზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმა, რომლის დროსაც 12 ...
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე დღეს ვერ აირჩიეს...
სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, სადაც ხანუკას აღნიშვნა მიმდინარეობდა, სროლა მოხდა. ავსტრალიის პოლიციამ ცხრა ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. დ...
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში უკრაინულ, გერმანულ და ამერიკულ მხარეებს შორის შეხვედრის დაწყების შესახებ განაცხადა.
ზელენსკიმ...
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გააფრთხილა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აგრესიული საგარეო პოლიტიკა უკრაინასთან არ შეჩერდება.
პოლიტიკური პატიმარი, მინდია შერვაშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სახლში ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს.
შერვაშიძის ძმა რამდენი...
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტერიტორიის დათმობის იძულება სამშვიდობო შეთანხმების გულისთვის 1938 წლის &bdqu...
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More