|
2025-12-11 15:57:24, 2045 ნახვა
პოლიტიკა
20 ივნისს დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26 მოქალაქის საქმეზე დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. სასამართლომ 26 პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა. მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომ წამების აკრძალვის შესახებ მუხლი ყველა იმ 24 მოქალაქის წინააღმდეგ დაირღვა, რომელმაც აღნიშნული მუხლით სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ამასთან, სასამართლომ მე-10 მუხლის ფარგლებში დარღვევები დაადგინა პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გაუმართლებელი და არაპროპორციული გამოყენებიდან გამომდინარე. ხოლო მე-11 მუხლის ფარგლებში დადგინდა 11 განმცხადებლის წინააღმდეგ აქციის დაშლის დროს ძალის გაუმართლებელი და არაპროპორციული გამოყენებაც. 2019 წლის 20 ივნისს "ოცნების" ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაარბია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები ესროლეს და ცრემლსადენი გაზის კვამლში გაახვიეს. არ დაივიწყეს არც წყლის ჭავლის გამოყენება. პროტესტი და საზოგადოების აღშფოთება კი საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვებას, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას მოჰყვა. საპროტესტო აქციების დარბევის დროს ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 2024 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.
კალასი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას
ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის სამიტი გადაწყვეტს, უკრაინისთვის დაფინანსების ორი ვარიანტიდან რომელი აირჩევს
„გამარჯვებას რა უნდა“- თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
პაპუაშვილი - ევროპარლამენტში კიდევ ქიმიურ იარაღზე საუბრობენ, რაზეც უკვე თუთიყუშიც კი იცინის
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმა მოამზადეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)