13:39 - 17 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 11:20:15, 668 ნახვა

პოლიტიკა
პროკურატურამ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 63 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 63 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ასევე დამოუკიდებლად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატიურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ.

"სამართალდამცველებმა 49 პირი დააკავეს, ხოლო 14-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ნაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილის თქმით, თეა წულუკიანის კომისიის ანგარიში წიგნად გამოსცეს
სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის და მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების შესაძლებლობა უქმდება
მერიამ ტრამვაის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი