01:25 - 20 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 23:33:22, 693 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრებს სთავაზობს. ბიზნეს 360-ის შეხვედრების ფარგლებში, 16 დეკემბერს, მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა, რომელსაც ბიზნესტრენერი დავით ჩიკვაიძე უძღვებოდა.  ვორკშოპზე მონაწილეობა საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის მოლაპარაკების პროცესის სტრუქტურირებული, ნაკლებად სტრესული და შედეგზე ორიენტირებული მართვის სწავლება.

ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა გაიგეს:

  • რა არის ე.წ. „შავი გედი“ მოლაპარაკებისას და როგორ შეიძლება მისი განეიტრალება;
  • როგორ უნდა ისაუბრონ ფასზე მოლაპარაკებების პროცესში;
  • რა არის B2B მოლაპარაკებების ძირითადი კომპონენტები საფინანსო სექტორში;
  • რას მოიცავს იმპულსური და ემოციური გაყიდვების ტექნიკები და სხვა.

პროგრამა შედგენილი იყო პრაქტიკულ ქეისებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე დაყრდნობით, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა , მიღებული ცოდნა რეალური ბიზნესსიტუაციებისთვის მოერგოთ.

“საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს ბიზნესისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას. ამ ტიპის ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან მათ სჭირდებათ წვდომა რეალურ გამოცდილებასა და პრაქტიკულ ინფორმაციაზე. მოლაპარაკების მართვის უნარები კი პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვებსა და პარტნიორობებზე, ხოლო ასეთი შეხვედრები ბიზნესს უფრო თავდაჯერებული, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ვორკშოპები საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა სივრცე, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, კურსებს, ღონისძიებებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გადააგორე ზამთარი - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი "თეგეტა მოტორსში"
გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია - ევრობარომეტრი
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი