2025-12-18 00:16:52, 4574 ნახვა
პოლიტიკა
ქაშვეთის მიმდებარედ პოლიციამ აქციის მონაწილე დააკავა - ვიდეო
პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების დაკავება დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია დავით ასანიძე.
დაკავების მომენტში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
პოლიციამ მომიტინგეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს შსს-ს წარმომადგენლებმა განუცხადეს - "დაგვემორჩილეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის მიხედვით ვიმოქმედებთ."
ავტორი: ექსპრესნიუსი,