00:13 - 17 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 13:03:30, 1056 ნახვა

პოლიტიკა
Reuters: მოლაპარაკებებისას აშშ-მა უკრაინას NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტია შესთავაზა

Reuters წერს, რომ აშშ-მა კიევს NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია შესთავაზა, ამიტომაც ამერიკელმა და ევროპელმა მომლაპარაკებლებმა ორშაბათს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ განაცხადეს, თუმცა, ტერიტორიულ დათმობაზე შეთანხმება კვლავ მიუღწეველი დარჩა.

სტატიის თანახმად, დონალდ ტრამპის მიერ გაგზავნილმა წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ეს "უპრეცედენტო შეთავაზება" ბერლინში გამართულ შეხვედრებზე გააკეთეს, თუმცა გააფრთხილეს, რომ ასეთი შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით დღის წესრიგში არ იქნება.

Reuters წერს, რომ გერმანიის დედაქალაქში გამართულმა მოლაპარაკებებმა ევროპელ ლიდერებში გარკვეული ოპტიმიზმი გააჩინა - ევროპის ყველაზე სისხლიან კონფლიქტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შესაძლოა დასრულების გზა გამოეძებნოს. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვი ჯერჯერობით არ დათანხმებულა გერმანიაში განხილულ არც ერთ ცვლილებას და ამის გაკეთების სურვილი არ გამოუხატავს. 

"ვცდილობთ, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ", - თქვა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, როდესაც ბერლინში გამართულ მოლაპარაკებებზე ჰკითხეს და აღნიშნა, რომ "უკრაინაში ომის დასრულებასთან ახლა უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან".

მოლაპარაკებების შემდეგ განცხადებები გააკეთეს ევროპელმა ლიდერებმაც. 

"ომის დაწყების შემდეგ პირველად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა", - დაწერა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა X-ზე. 

"დღეს პირველად მქონდა განცდა… რომ ყველა ერთი ბანაკის მოკავშირეების მსგავსად იქცეოდა. [...] პირველად მოვისმინე ამერიკელი მომლაპარაკებლების პირიდან… რომ ამერიკა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თემაში ისე ჩაერთვება, რუსებს ეჭვი არ შეეპარებათ რომ ამერიკის პასუხი სამხედრო იქნება, თუ რუსები კვლავ თავს დაესხმებიან უკრაინას", - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებთან. 

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი "უფრო მკაფიო და სარწმუნო" გახდა, რაც მისივე თქმით, მდგრადი მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაბიზაცია არის ტყუილი
კობახიძე - ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან
კობახიძის მტკიცებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქტუალური აღარაა
აშშ-მ დიდ ბრიტანეთთან 41.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნოლოგიური შეთანხმება შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი