|
2025-12-17 16:01:08, 2119 ნახვა
საზოგადოება
EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
„თეგეტა ჰოლდინგი“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საავტომობილო სექტორში განვითარების მასშტაბურ პროექტს იწყებენ. სტრატეგიული თანამშრომლობა საავტომობილო სერვისის რეგიონული ჰაბის გაფართოებას, პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ჰოლდინგის კორპორაციული მმართველობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში EBRD 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გასცემს, ხოლო „თეგეტა ჰოლდინგი“ 7 მილიონ ევროს საკუთარი ინვესტიციით აფინანსებს. მიღებული ფინანსური რესურსი თბილისის შემოვლით გზაზე მდებარე „გეზის“ ფილიალის გაფართოებას მოხმარდება, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ჰაბია. სესხის დაფინანსების გარდა, EBRD უზრუნველყოფს ტექნიკური თანამშრომლობის სერვისებს, რომლებიც „თეგეტა აკადემიაში“ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების განვითარებასა და კორპორაციული მმართველობის პრაქტიკების დანერგვას მოიცავს. შეთანხმებას „თეგეტას“ მრავალფუნქციურ სერვისცენტრში მოეწერა ხელი, რომელიც სატვირთო ავტომობილებს, ავტობუსებსა და კომერციულ ტრანსპორტს აერთიანებს. ხელმოწერის ღონისძიებას EBRD-ს რეგიონული დირექტორი კავკასიის რეგიონში და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ EBRD-სთან მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. „თეგეტას“ გამოცდილებითა და ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერით პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად განამტკიცებს კადრების მომზადების სტანდარტებს საავტომობილო სექტორში და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს დასაქმებისა და პროფესიული წინსვლისთვის. სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი უკვე რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა და მსოფლიო ბრენდის, MAN-ის, მიერ A კატეგორიით არის აღიარებული. ფილიალის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის სერვისების მოცულობას და გააძლიერებს როგორც „თეგეტას“, ისე საქართველოს, როგორც მთავარი ტრანზიტული ქვეყნის, როლს რეგიონში. საავტომობილო ინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება, მდგრადი განვითარების თანმიმდევრული სტრატეგია და ბიზნესპროცესების გამჭვირვალობა ის კრიტერიუმებია, რითაც EBRD-ს მოთხოვნებს სრულად ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, გვაქვს ნდობა და მხარდაჭერა, რომ შვიდწლიანი პროექტის ფარგლებში დასახულ მიზნებს წარმატებით მივაღწიოთ. ეს არის ინოვაციური სივრცე, რომელიც ერთ ადგილზე აერთიანებს სატვირთო ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების სრულ სერვისს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მიზნად ვისახავთ ისეთი ზონის შექმნას, რომელიც ადგილობრივ და ტრანზიტულ ათასობით ავტომობილს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს, ხოლო მძღოლებისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს“.
პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება „თეგეტა აკადემიის“ მხარდაჭერაა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ახალი სასწავლო მოდულები სატვირთო და კომერციული ავტომობილებით დაინტერესებული პირებისთვის. სასწავლო პროგრამებში მინიმუმ 200 მონაწილე ჩაერთვება. ისინი თეორიულ სწავლებას „თეგეტა აკადემიაში“ გაივლიან, პრაქტიკულ სესიებს კი - „თეგეტა მოტორსის“ „გეზის“ ფილიალში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. სწავლება პროფესიონალი ტრენერების მონაწილეობით წარიმართება. ამ პროცესში EBRD და „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთობლივად ჩართავენ ექსპერტთა გუნდს, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას უზრუნველყოფს. პარტნიორობა ასევე მიმართულია კორპორაციული მმართველობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებაზე. „თეგეტა ჰოლდინგი“ - საქართველოში ერთადერთი საავტომობილო კომპანია, რომელიც ნებაყოფლობით აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, EBRD-ს პარტნიორობით დანერგავს კორპორაციული მმართველობის დამატებით მექანიზმებს, რათა სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. EBRD-სთან შვიდწლიანი პროექტის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და მყარად იმტკიცებს პოზიციებს როგორც შიდა, ისე რეგიონულ საავტომობილო ბაზრებზე. ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი "პროცესუუნარო პირი"
ოცნებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია გააუქმა
პუტინმა ნატო შეიარაღების გაზრდაში დაადანაშაულა და ბირთვული ძალებით დაიკვეხნა
საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმა მოამზადეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)