|
2025-10-29 15:52:07, 14984 ნახვა
კულტურა
სუხიშვილების ტურნე მექსიკაში - საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია
16 ქალაქი, 20 კონცერტი - ეს “სუხიშვილების” ტურნეა მექსიკაში, რომელიც ახლა მიმდინარეობს. საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია. ტურნეს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. “სუხიშვილების” კონცერტზე მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, დაესწროს დაუვიწყარ სანახაობას და გაეცნოს ქართულ ტრადიციულ ცეკვებს თანამედროვე ელემენტებით. ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” არ არის მხოლოდ ქორეოგრაფიული დასი, არამედ წარმოადგენს ეროვნულ საგანძურად ქცეულ თაობებს შორის კავშირს, რომელიც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ამასთან, მის მუდმივ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ წელს “სუხიშვილების” ანსამბლი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” იმართება. გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 10 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
|
რედაქტორის რჩევით
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
რუსული თავდასხმა კიევზე: დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)