|
2025-12-13 21:21:39, 14816 ნახვა
Lifestyle
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. 90-იანი წლების ლეგენდარული ფილმების „ნიღაბი“ და „კრიმინალური საკითხავის“ ვარსკვლავი ნიუ-იორკში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, განუცხადა მისმა აგენტმა The New York Post-ს. გრინი უგონო მდგომარეობაში იპოვეს 12 დეკემბრის შუადღისას და ბინაში გამოძახებულმა პარამედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა. მსახიობს მიკი რურკთან ერთად ახალი ფილმის „მასკოტების“ გადაღებების დაწყება 2026 წლის დასაწყისში ჰქონდა დაგეგმილი. პიტერ გრინი ყველაზე მეტად ცნობილია ჯიმ ქერის კომედიაში „ნიღაბი“ მაფიოზ დორიან ტირელის როლით, ასევე კვენტინ ტარანტინოს „Pulp Fiction“-ში ზედის როლით. გრინის უახლესი ნამუშევარი იყო ჯონ ვიკის თემატიკის სერიალი „კონტინენტალი“.
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)