16:58 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 14:56:03, 642 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი

ივანიშვილის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ფასების თემა პრიორიტეტულია და ფაქტია, რომ სწრაფად არის მისაღები შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ვოლსკის თქმით, ბიზნესის კუთხით არავითარ რეპრესიებზე არ შეიძლება იყოს საუბარი და გადაწყვეტილებები მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„ბოლო პერიოდის კვლევები ყველა მიმართულებით აჩვენებს, რომ ფასების თემამ პირველ ხაზში გადმოიწია. რასაკვირველია, ამ საკითხს სიღრმისეული კვლევა სჭირდება, მაგრამ ფაქტია, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული და რაც შეიძლება სწრაფად. არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოების ისედაც შეჭირვებული ჯიბით სარგებლობს და ამით მდიდრდებოდეს. რასაკვირველია, არსებობს ევროპული და ამერიკული გამოცდილება და ამ თემას, ამ კვლევას მეცნიერული კვლევა დავარქვათ.

ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო. არავითარ რეპრესიაზე ლაპარაკი არ არის. მკაცრი ზომები თუ გახდა მისაღები, რასაკვირველია, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი, უპირველესი ამოცანა. რატომ გახდა ისტერიკის მიზეზი, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ „რევოლუციურ კომიტეტში“. რასაკვირველია, არანაირი პოზიტივი – ევროპული კვლევები, მსოფლიო ბანკის კვლევები – მათთვის არ არის მისაღები, არც გასათვალისწინებელი და პირიქით, გაღიზიანების იმ ხარისხს იწვევს, რომელიც მეტყველებს ერთ რამეზე – საქმე გვაქვს არა ოპონენტებთან, არა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბავშვებთან საუბრისას ტრამპმა პირობა დადო, რომ „ცუდ სანტას“ შეერთებულ შტატებში არ შეუშვებდა
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის
STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
2001 წელს პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთის ნატოში მიღება სთხოვა - ტრანსკრიპტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი