|
2025-12-05 16:57:40, 10995 ნახვა
სპორტი
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტულ-გასართობი სივრცე GOAL FITNESS იხსნება. ახალი სპორტულ-გასართობი ცენტრი შარტავას #16-ში მდებარეობს და ის სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს, მათ შორის: ფიტნეს დარბაზს, საკვები დანამატების ბარს, კროსფიტის სივრცეს, სპორტულ მაღაზიას, საბილიარდოს, Playstation-სა და სხვა სივრცეებს. „GOAL FITNESS ჩვენი ახალი, მრავალფუნქციური ცენტრია, რომელიც მალე ბათუმში გაიხსნება. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცე შევთავაზოთ, არამედ გარემო, სადაც მათ შესაძლებლობას მივცემთ კომფორტულად გაატარონ დრო, იზრუნონ ჯანმრთელობაზე და მიიღონ საუკეთესო მომსახურება. სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარებას, სერვისების გაფართოებას და დიდ ქალაქებში ახალი ფილიალების გახსნას ვგეგმავთ“, - განაცხადა GOAL FITNESS-ის დირექტორმა, გიორგი საფარიძემ „საქართველოს ბანკისთვის რეგიონების განვითარება და ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტულია. სწორედ ამ მიზნით, გვერდში ვუდგავართ ისეთ პროექტებს რომლებიც, მომხმარებლებს დამატებით, მაღალი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. GOAL FITNESS თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც ბათუმის მაცხოვრებლებსა და ჩამოსულ სტუმრებს ჯანსაღი ცხოვრების, აქტიური განტვირთვისა და ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის წამყვანმა კორპორაციულმა ბანკირმა, თათია თურმანიძემ.
ზელენსკი: აშშ-მ უკრაინასთან და რუსეთთან ერთობლივი მოლაპარაკებების ფორმატი შემოგვთავაზა
მამაკაცი 14 წლის არასრულწლოვანთან სექსუალური შინაარსის ვიდეოებს შანტაჟის გზით იღებდა, მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული
ტოკიოს დეკლარაცია მიღებულ იქნა ცენტრალური აზია-იაპონიის პირველი სამიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)