12:47 - 23 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 19:41:37, 8126 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

60 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი, 3-ჯერ გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობა და პარტნიორი ობიექტების ბრუნვა- ასეთია თიბისის წლევანდელი შავი პარასკევის შეთავაზების შედეგები.

წელს ბრენდმა მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა, შეეძინათ იმაზე მეტი, ვიდრე სხვა დროს, Black Friday-ზე იძენდნენ ხოლმე. 28 ნოემბერს- ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელებმა, ჯამში 60 ათასმა მომხმარებელმა, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებითი 30%-იანი  ქეშბექით ისარგებლეს. მომხმარებლებს ქეშბექი მომენტალურად უბრუნდებოდათ, რაც შოპინგის გაგრძელების და კიდევ მეტი ნივთის ყიდვის შესაძლებლობას აძლევდათ.

წინასასკოლო სეზონი, შავი პარასკევი, ახალი წელი…. – ეს ის პერიოდები და თარიღებია, რომლებსაც თიბისის მომხმარებლები ყველაზე მეტად ელოდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალფეროვან შეთავაზებებს მიიღებენ. იმისათვის, რომ შეთავაზებები ყველა ტიპის მომხმარებლის ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით შექმნას, თიბისის ლოიალობის გუნდი თითოეულ კამპანიას საგულდაგულოდ, რამდენიმე თვით ადრე, მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით გეგმავს.

"ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა, ჯერ კიდევ, სანამ კამპანიას დავიწყებდით, თუ რომელ ობიექტებში სურდათ შეთავაზება გვქონოდა - მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა მათგანის სურვილი გაგვეთვალისწინებინა, შედეგად, ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ. ყველას მოეწონა შეთავაზებები - კარგი ფასდაკლება, პლუს ქეშბექი", -  ანა ორბელაძე, თიბისის ლოიალობის პროგრამის ბრენდ მენეჯერი.

შავი პარასკევის შეთავაზებების დროს გაიზარდა თიბისის პარტნიორი ბიზნესების საშუალო დღიური ბრუნვაც, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თიბისი მსგავსი კამპანიებით მნიშვნელოვნად აძლიერებს და მხარს უჭერს ბიზნესების საქმიანობასაც.

 

 

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 2 193 388 700 ლარს შეადგენს
პოლონეთმა საჰაერო ძალები მოქმედებაში მოიყვანა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევა წამოიწყო.
ტრამპის ადმინისტრაცია ერთდროულად დაახლოებით 30 ელჩს ათავისუფლებს
რას ედავებიან, დაკავებულ სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი