01:23 - 23 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 23:19:51, 570 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი- უვიზოს შეზღუდვის მექანიზმი მიმართული არაა მოქალაქეების წინააღმდეგ, პირიქით

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ ბრიფინგი გამართა. ზურაბიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ შეზღუდვები მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ოფიციალურ პირებს და არა ხალხს.

"აქ არავინ უნდა შეგიყვანოთ შეცდომაში, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მექანიმზი არ არის მიმართული საზოგადოების და მოქალაქეების წინააღმდეგ, პირიქით, ახალი მექანიზმი აძლევს ერვოკავშირს საშუალებას, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის, ძალადობის, კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, მიიღოს შეზღუდვები, რომლებიც ეხება იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ყველა ამ ზომებზე, ანუ ქართული ოცნება. 

პირველ პერიოდში, 1 წლის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში, არ ეხება საზოგადოებას და მოქალაქეებს, ვრცელდება მხოლოდ ოფიციალურ პირებზე. შემდეგ იწყება მეორე პერიოდი, თუკი ქართულმა ოცნებამ არაფერი არ შეასრულა კიდევ ერთხელ ამ პერიოდში და ალბათ ეს არის ის, რასაც უნდა ველოდოთ, იწყება მეორე პერიოდი, რომელიც არის 24 თვე. მთლიანად ეს მოიცავს 36 თვეს, სადაც შეიძლება ეს ზომები გავრცელდეს ყველაზე ან გაგრძელდეს იმავე ფორმით, ოფიციალურ პირებზე.

დღეს, ჩვენ ყველან, ვინც ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ კუთხით, რომ ეს შეზღუდვები არ შეეხოს მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან მთელი მათი ძალით და ღონით იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ევროკავშირის გზის შანსი და ეს შეზღუდვები უნდა ეხებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი ყველა იმ კანონზე, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებსა და მოთხონებს". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ახლა ქართული ოცნება ცდილობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვაში ევროკავშირი დაადანაშაულოს და პასუხისმგებლობა მათზე გადაიტანოს.

"ქართული ოცნების მხრიდან არის მცდელობა, რომ დაადანაშაულოს ევროკავშირი, რომ ჩვენ გვზღუდავენ რაღაცაში, შანტაჟს ახორციელებენ საქართველოს მოქალაქეებზე და ა.შ. ეს მცდელობა დიდი ხანია გრძელდება, ის რაზედაც პასუხისმგებელია ქართული ოცნება და მხოლოდ ქართული ოცნება, ეს პასუხისმგებლობა გადაიტანოს ევროკავშირზე. იმისთვის, რომ პირნათლად იყოს თავისი მოსახლეობის წინაშე, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი მომავალი არის ევროკავშირი და ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სწორედ არის ეს ვიზალიბერალიზაცია". - თქვა ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილმა ასევე მიმოიხილა ევროკავშირთან ქართული ოცნების ურთიერთობები და რეჟიმის მიერ მის წინააღდმეგ გადადგმული ნაბიჯები.

"საჭიროა, ჩვენ დავუბრუნდეთ ფაქტებს, ფაქტია ის რომ ჩვენ 2017 წელს დიდი ძალისხმევის შემდეგ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და იმავდროულად, დააწესა ევროკავშირმა და გაგვაცნო მექანიზმი, რომელიც თან ახლავს მას და რომელიც მოითხოვდა საქართველოსგან, რომ შეესრულებინა მთელი რიგი რეკომენდაციების, რომელსაც ითხოვს ევროკავშირი იმ ქვეყნებისგან, რომლებიც არის მიმართული ევროკავშირის სრული, ინტეგრირებული წევრობისკენ, ვიზალიბერალიზაცია არის ერთ-ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით". - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილის თქმით, ამის შემდეგ საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მხრიდან ისმოდა კითხვები მიგრაციასა და თავშესაფრის მოთხოვნის მაღალ მაჩვენებლებზე, რადგან "ჩვენ ბოლომდე არ ვასრულებდით მოთხოვნებს რაც დევს ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში".

ზურაბიშვილი ასევე იხსნებს საქართველოსთვის 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამბობს: "უნდა გავიხსენოთ, რომ სტატუსი მივიღეთ არა იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ რამე შეასრულა, იმ რეკომენდაციებიდან, რომლებიც ეხება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, ანტიკორუფციულ ზომებს" - არცერთი რეკომენდაცია არ იქნა შესრულებული, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი".

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. 

"როცა ევროკავშირმა გადადგა ნაბიჯი და მოთხოვნების მიუხედავად, მოგანიჭა ის, რაც არ გერგებოდა, როგორც ხელისუფლებას ამის მერე რომ შენ მისი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიხარ და დღის წესრიგში მაინც აყენებ იმას, რაზედაც ნათქვამი გქონდა, რომ აღარასრდორს არ დააბრუნებდი ამ კანონს [რუსული კანონი]. ამის შემდეგ, მთელის ეს 2024 წელი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოჰყვება, ქართული ოცნება არცერთ ზომას არ იღებს, რომელიც ესატყვისება ევროკავშირის მოთხონებს, თუნდაც ფორმალურად, პირიქით, ყველა კანონი და გადაწყვეტილება, რაც მიღებულია, ეწინააღმდეგება ყველა იმ რეკომენდაციას, რაც ჩამოწერილია ევროკავშირის მხრიდან. [...]

2025 წელსაც, ქართული ოცნების მხრიდან გრძელდება ამ ყველაფრის უგულვებელყოფა, რიტორიკასთან ერთად, დღე არ გადის რომ ვინმემ არ ლანძოს ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელი და ევროპელი ლიდერი, ეს არის რაც ახასიათებს მთელ 2025 წელს". - განაცხადა ზურაბიშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ დანიასა და გრენლანდიას სოლიდარობა გამოუცხადეს
ნატო მიიჩნევს, რომ რუსეთი Starlink-ის წინააღმდეგ იარაღს ავითარებს
კობახიძე კვლავ ესხმის ევროკავშირს და შიდა საქმეებში ჩარევაში დებს ბრალს
კობახიძე - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი