|
2025-12-26 14:41:06, 2537 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. ყრილობაზე ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. როგორც ლიპარტელიანმა აღნიშნა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა სწორედ განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის. „მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს, ჩვენი გუნდის წევრებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღევანდელ ყრილობას ესწრება. მივესალმები პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და დიდ მადლობას ვუხდი, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინეს. ნდობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამომიცხადა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად, ძალიან დიდ მოტივაციასაც მიჩენს. რა თქმა უნდა, მივესალმები ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ჩვენი პარტიისთვის ახალგაზრდული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა, სწორედ ძლიერ, მყარ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის. მინდა დაგპირდეთ, რომ ერთად ძალიან ბევრ მაგარ პროექტს განვახორციელებთ, აქტიურად ჩავერთვებით ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, დღის წესრიგის შემუშავებასა და გადაწყვეტაში. აუცილებლად ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესებაზე ფიქრი, უნდა დავიბრუნოთ ის უდიდესი ენერგია და გამოვიყენოთ ის უმნიშვნელოვანესი პოტენციალი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას გააჩნია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ, „ქართულ ოცნებაში“ და საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მივცეთ. ჩვენი დიდი სურვილი და მიზანია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ისეთი ტრადიცია, როდესაც ახალგაზრდები წარმატებას საკუთარი ცოდნის, მონდომებისა და გაკეთებული საქმის მიხედვით მიაღწევენ. როდესაც ჩვენ მომავალ თაობებს ექნებათ სტიმული და დარწმუნებულები იქნებიან, რომ წინსვლის ერთადერთი გზა შრომასა და ნიჭზე გადის“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
კობახიზე მაღალ ფასებზე - შეიძლება ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე
სომხური პროდუქცია საქართველოს გავლით, შესაძლოა, აზერბაიჯანში გავიდეს - ერევანი ვაჭრობის პერსპექტივას განიხილავს
260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
პოლონეთი რუსეთთან საზღვარზე დრონებისგან დამცავი კედელს ექვსი თვის განმავლობაში ააშენებს
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)