|
2025-12-21 11:01:14, 2433 ნახვა
საზოგადოება
22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს. გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს. აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E” - დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინიავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები. ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთან იმისთვის, რომ მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. ეს მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ გადაადგილება და უსაფრთხოდ განაგრძონ გზა. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს შეზღუდვები ახალი არ არის, განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მოქმედებს 2013 წლიდან. ახალი საგზაო ნიშნების განთავსება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მძღოლებმა აღნიშნული წესების შესახებ ინფორმაცია მიიღონ წინასწარ, თვალსაჩინოდ და გასაგებად. ამასთან, მძღოლებს ვაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ საგზაო ნიშნებს და გაითვალისწინოთ მოქმედი წესები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შვედეთის ხელისუფლებამ რუსული გემი გაჩხრიკა, რომლის მფლობელიც იარაღის გადატანაშია ეჭვმიტანილი
წითელი პომადები ოპოზიციის მხარდასაჭერად, მამაკაცების სოლიდარობით ლუკაშენკოს რეჟიმი ისტერიკაშია
არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია - ქართულმა ოცნებამ სუდარა გადააფარა როგორც ეკლესიას ასევე სახელმწიფოს
ორბანი: უკრაინის დაცემა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა.
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)