|
2025-12-19 14:08:42, 9822 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინას ყველა მიმართულებით უტევენ, მოწინააღმდეგე კი "უკან იხევს"
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინას ყველა მიმართულებით უტევენ, მოწინააღმდეგე კი "უკან იხევს". ამ განცხადებით და უკრაინაზე საუბრით დაიწყო მან მედიისთვის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია. პუტინის თანახმად, ახლახან მიიღო გენერალური შტაბის მოხსენება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ არსებული ვითარების შესახებ, „სტრატეგიული ინიციატივა სრულად რუსეთის ხელშია“, ყველა მიმართულებით უტევენ და „მოწინააღმდეგე უკან იხევს“. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „უშედეგოდ ცდილობენ“ კრასნოარმეისკის თუნდაც ნაწილის დაბრუნებას და სერიოზული დანაკარგები აქვთ. პუტინმა დღეს ისიც განაცხადა, რომ „გათავისუფლებულია“ ქალაქ კონსტანტინოვკის ნახევარზე მეტი. ეს ქალაქიც უკრაინის დონეცკის ოლქშია. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უახლოეს ხანში „გათავისუფლდება“ ამავე ოლქის ქალაქი ლიმანიც.
|
რედაქტორის რჩევით
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)