03:08 - 20 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 13:29:42, 4406 ნახვა

პოლიტიკა
სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბოლოდროინდელი ქმედებები გააპროტესტეს, მათ შორის, კორუფციისა და სხვა კრიმინალური საქმიანობასთან ბრძოლის მიმართულებით მომუშავე დამოუკიდებელი სამსახურების გაუქმება და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ათ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართა.

მედიის ცნობით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა რობერტ ფიცოს გადადგომა და სლოვაკეთის პრეზიდენტის, პეტერ პელეგრინის მიერ ცვლილებებზე ვეტოს დადება მოითხოვეს.

კანონპროექტის კანონად ქცევისთვის სწორედ პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო, თუმცა მთავრობას მის გადასალახად უმრავლესობა აქვს.

„ფიცოს მთავრობა მაფიას ეხმარება,“ – სკანდირებდნენ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები.

ანტისამთავრობო აქციის ორგანიზატორმა და ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხალ შიმეჩკამ დემონსტრანტებს განუცხადა, რომ „სლოვაკეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მთავრობა ამტკიცებს კანონებს, რათა კრიმინალებსა და მაფიას ცხოვრება გაუმარტივოს“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გადააგორე ზამთარი - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი "თეგეტა მოტორსში"
გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია - ევრობარომეტრი
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი