16:32 - 21 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-12 10:47:27, 9865 ნახვა

სამხედრო
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს აქვეყნებს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს აქვეყნებს.

ამასთან, როგორც The Associated Press-ი თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, საქართველოში ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20-ვე პირი დაიღუპა.

„ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან აფრინდა და ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იასარ გულერმა.

ამასთან, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს და ფოტოებს ავრცელებს.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წითელი პომადები ოპოზიციის მხარდასაჭერად, მამაკაცების სოლიდარობით ლუკაშენკოს რეჟიმი ისტერიკაშია
არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია - ქართულმა ოცნებამ სუდარა გადააფარა როგორც ეკლესიას ასევე სახელმწიფოს
ორბანი: უკრაინის დაცემა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება
სერიალი რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა და რუსები უფრო ადამიანურებად გამოაჩინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი