17:32 - 31 Dec, 2025
|
2025-12-12 11:46:05, 14143 ნახვა
სამართალი
შსს-მ ირანის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით აეროპორტში დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. "სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგებალინის" შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ს.ა. ბრალდებულის სახით დააკავა". - წერს შსს. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)