|
2025-12-18 19:25:33, 11463 ნახვა
პოლიტიკა
რობერტ ფიცოს თვითმფრინავს ბრიუსელის აეროპორტში ავტომობილი შეეჯახა
სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს თვითმფრინავს ბრიუსელის აეროპორტში ავტომობილი შეეჯახა და სერიოზულად დააზიანა. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამთავრობო თვითმფრინავი ავარიის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით მიწაზე დაჯდა. როგორც პრესრელიზში აღნიშნული, ავარიის დროს არც ეკიპაჟს და არც მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებოდათ. "ინციდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტის მხრიდან რაიმე შეცდომის ან დაუდევრობის შედეგი არ ყოფილა". - დაამატა უწყებამ. მანამდე, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ავარიამ თვითმფრინავი იმდენად დააზიანა, რომ ფრენა შეუძლებელი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტი გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი მწარმოებლის მოსაზრებას და სიტუაციის ტექნიკურ შეფასებას ელოდება.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)