16:49 - 31 Dec, 2025
|
2025-12-16 21:19:01, 9835 ნახვა
მსოფლიო
კანადამ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ოთხ ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
კანადამ ირანის სპეციალური ეკონომიკური ზომების რეგულაციების შესაბამისად, ოთხი ირანელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. ოტავას თქმით, ოთხივე მაღალჩინოსანი მონაწილეობდა რეპრესიებში და ხელს უწყობდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევებს. „ირანი აგრძელებს საპროტესტო აქციებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობას გადაჭარბებული და სასიკვდილო ძალის გამოყენებით, რაც ზღუდავს აზრის, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებებს“, - აღნიშნავს Global Affairs Canada (კანადის მთავრობის ვებსაიტი). 2022 წლის ოქტომბრიდან კანადამ უკვე დააწესა სანქციების 18 რაუნდი ირანელი მაღალჩინოსნებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც 210-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)